Monday, May 27, 2019
სასკოლო კლუბი
(2018-2019
სასწ.წ.)
1.
წიგნის კლუბის
სახელწოდება:„წიგნის მეგობრები“.
კლუბის დევიზი:
„უწიგნოდ თვალთახედვის ისარი მოკლეა“-
ილია ჭავჭავაძე
2.კლუბის წესდება:
1.
წიგნის კლუბს
აქვს საგანმანათლებლო ხასიათი. მისი მუშაობა შესაბამისობაშია ეროვნულ სასწავლო გეგმასთან
და ემსახურება მოსწავლეებში წიგნიერების დონის ამაღლებას.
2.
წიგნის კლუბში გაწევრიანების უფლება აქვთ სსიპ საღანძილის
საჯარო სკოლის IV-Vკლასის
მოსწავლეებს და მშობლებს.
3.
წიგნის კლუბის წევრი უნდა ესწრებოდეს კლუბის შეკრებებს .მას ასევე უფლება
აქვს საპატიო
მიზეზით გააცდინოს კლუბის შეკრება, მაგრამ არა სისტემატიურად.
4.
კლუბის თითოეულ
წევრს უფლება აქვს საკუთარი ინიციატივით შეარჩიოს წასაკითხი მხატვრული ლიტერატურა
თუ საინფორმაციო ტექსტები.
5.
კლუბში გაერთიანებული მკითხველთა ჯგუფი დროის განსაზღვრულ
პერიოდში კითხულობს ერთსა და იმავე მოთხრობას; შემდეგ იკრიბებიან წაკითხულის განხილვის, გაგება-გააზრების და ნაწარმოების მთავარი თემის ირგვლივ დისკუსიის
მიზნით. ასევე შეკრების დროს კითხულობენ პატარა მოთხრობას და შემდეგ ზეპირად ან წერილობით
წარმოადგენენ მის მოკლე შინაარსს.
6.
წიგნის კლუბის წევრები პასუხისმგებლობით ეკიდებიან დაკისრებულ
მოვალეობას.
7.
კლუბის ყოველი წევრი ვალდებულია დაიცვას კლუბის წესდება.
1.
კლუბის დაარსების იდეა და მიზანი:
გასულ სასწავლო წელს(2017-1018სასწ.წ.) განხორციელებულმა
საკლუბო მუშაობამ მიჩვენა, რომ კლუბი დადებით ზეგავლენას ახდენს მოსწავლეების სწავლის
უნარების განვითარებაზე. ხელს უწყობს წიგნიერების
დონის ამაღლებასა თუ სხვადასხვა უნარების განვითარებას. ამიტომ, ახალი სასწავლო წლიდან კვლავ გავაგრძელე საკლუბო მუშაობა დაწყებით საფეხურზე და
ამჯერად კლუბის მუშაობის მიზნად დავისახე
პატარა მკითხველებს ხელი შევუწყო ისწავლონ და დახვეწონ გამართული კითხვა და მეტყველება, საკუთარი აზრისა
და ემოციების გადმოცემა, საკუთარი იდეების წარდგენა, კრიტიკული აზროვნება, დამოუკიდებლად მუშაობა, ლიტერატურული და საინფორმაციო
ტექსტების დამუშავება, აქტიური მოსმენა, კომუნიკაცია.
თანამშრომლობის შედეგად მკითხველებს განუვითარდებათ: წიგნის მიმართ პოზიტიური დამოკიდებულება, გაწაფული
კითხვის უნარი, საკუთარი ძალების რწმენა, მაღალი სააზროვნო უნარები, ზეპირი და წერითი
კომუნიკაციის უნარები.
2.
კლუბის სამოქმედო
გეგმა:
1. კლუბი მუშაობს ერთი სასწავლო წლის განმავლობაში
(2018-2019სასწ.წელი).
2. მკითხველთა ჯგუფი იკრიბება კვირაში ერთხელ.
3. არჩევენ წასაკითხ მასალას.
4. შეკრებაზე მოსწავლეები განიხილავენ და აანალიზებენ
წაკითხულს მრავალფეროვანი სა სახალისო აქტივობებით.
5. უყურებენ ანიმაციურ ფილმებს ან მხატვრულ
ფილმებს წაკითხულ თემატიკაზე.
5. აღნიშნავენ კითხვასთან და წიგნთან დაკავშირებულ
საერთაშორისო ღონისძიებებს.
6. კლუბი მასპინძლობს ცნობილ ადამიანებს და
მოსწავლეთა მშობლებს.
7. კლუბის მონაწილეობას იღებს სხვადასხვა სასკოლო
ღონისძიებებში.
კლუბის
სამუშაო გეგმა ( წასაკითხი ლიტერატურა, რომელიც შედგა მკითხველთაჯგუფთან
ერთად):
|
ავტორი
|
ნაწარმოები
|
1.
|
რეზო ინანიშვილი
|
მოთხრობები: ჩემი
ბავშვობის სკოლა, დამრიგებელი, ეთერი, ბაია, ჩვენი ხევი, ერეკლე მეფე და ანანურელი
ულამაზოები, კატა და მე, დედა, ბებია მარიამი, არდადეგები.
|
2.
|
გურამ პეტრიაშვილი
|
მოთხრობები: გოგონა და ოქროს თევზი,
ბალერინა, მექუდე, უცნაური მხატვარი, ყირამალა მოსიარულე კაცი.
|
3.
|
ეკატერინე გაბაშვილი
|
მოთხრობები: ხატაურა ჩემია, ღვინია გადაიჩეხა, მაგდანას ლურჯა,,
თინას ლეკური, ნაკადული,
|
4.
|
გოდერძი ჩოხელი
|
მოთხრობები: ბერდედა, წერილი ნაძვებს,
გაზაფხულის მოლოდინში, გაღმივლები.
|
5.
|
სულხან-საბა ორბელიანი
|
იგავ-არაკები: კატის გაზრდილი ლომი,
მთიული და კაკლის ხე, ნალბანდი მგელი, სოფლის მაშენებლები, ჩალა
ერთობისა, გლახაკი და ქილა ერბო.
|
6.
|
ვაჟა-ფშაველა
|
მოთხრობები: შვლის ნუკრის ნაამბობი, მთის წყარო, ბუნების მგოსნები,
ხმელი წიფელი, ჩხიკვთა ქორწილი
|
7
|
საინფორმაციო და მხატვრული
ტექსტები
|
|
8
|
ანიმაციური და მხატვრული ფილმები.
|
სულხან-საბა ორბელიანის იგავების
მიხედვით გადაღებული ანიმაციური ფილმები....
|
9
|
მარიამ წიკლაური
|
შემეცნებითი ტექსტი: „ჭიჭიტა და ფაფხაჭელა“
|
|
|
|
|
|
|
კლუბის
მუშაობის განრიგი (2018-2019სასწ.წ.) :
წელი
|
თვე
|
რიცხვი
|
2018
|
ოქტომბერი
|
10, 17, 24,
31
|
|
ნოემბერი
|
7, 14, 21,
28
|
|
დეკემბერი
|
5, 12, 19,
26
|
2019
|
იანვარი
|
23, 30
|
|
თებერვალი
|
6,13, 20, 27
|
|
მარტი
|
6, 20, 27
|
|
აპრილი
|
3, 10, 17, 24
|
|
მაისი
|
1, 8, 15,
22, 29
|
|
ივნისი
|
5, 12
|
4. განაცხადის ფორმა კლუბში გაწევრიანების მსურველთათვის:
სსიპ
საღანძილის საჯარო სკოლის
დაწყებითი
საფეხურის კლუბ „წიგნის მეგობრების“
კურატორს,მაია მესხიშვილს,
ამავე
სკოლის ----- კლასის მოსწავლის
---------------------------------------------
გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა
მსურს გავწევრიანდე
საღანძილის საჯარო სკოლის
დაწყებითი საფეხურის კლუბ „წიგნის
მეგობრებში“.
განმცხადებელი:
თარიღი:
შეფასების კითხვარი
მოსწავლის სახელი
და გვარი: ____________________________________________________________
1. კლუბის დაარსების შესახებ ინფორმაცის
დროულად მოვიდა თქვენამდე?
____________________________________________________________________________________________________________________________________________________________
2. გეხმარებოდათ თუ არა კლუბის კურატორი (მასწავლებელი) თქვენი ინიციატივების
რეალიზებაში?
____________________________________________________________________________________________________________________________________________________________
______________________________________________________________________________
3. აქტივობები იყო თუ არა თქვენთვის საინტერესო და რატომ?
__________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________
4. კლუბის მუშაობის დროს შექმნილი იყო
თუ არა კეთილგანწყობილი სამუშაო გარემო?
__________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________
5. გრძნობდით თუ არა თავს კლუბის თანასწორუფლებიან
წევრად?
__________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________
6. გაქვთ თუ არა სურვილი მომავალშიც გააგრძელოთ
საკლუბო მუშაობა?
__________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________
Subscribe to:
Posts (Atom)